ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინაში სამართლიან მშვიდობას, მაგრამ რუსეთს ჯერ მშვიდობა არ სურს.ამის შესახებ მან გამოცემა El Diario-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ მომენტში მშვიდობა არ ჩანს, რადგან ერთ-ერთ მხარეს - რუსეთს არ სურს მშვიდობა.
ვინ ლაპარაკობს მშვიდობაზე? ვინ წარმოადგინა სამშვიდობო გეგმები? ეს ყოველთვის იყო უკრაინული მხარე, პრეზიდენტი ზელენსკი“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გეგმას სამართლიანი მშვიდობისთვის.
„თუმცა, როცა რუსეთის პრეზიდენტის საუბარი მესმის, ის ყოველთვის საუბრობს ომზე, იმაზე, რომ ომზე უარის თქმა არ შეიძლება, ომში გამარჯვებაზე.
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მშვიდობა მიიღწევა, ესპანეთსა და ევროპელებს ძალიან ნათლად ესმით რა პირობებით უნდა იქნას მიღწეული: ჩვენ ვერაფერს გადავწყვეტთ უკრაინაზე, რომელიც სუვერენული სახელმწიფოა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტით, “, - თქვა ალბარესმა.
მან დასძინა, რომ რადგან ეს ევროპული უსაფრთხოების საკითხია, ევროპის ხმა ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამორიცხვა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებიდან უკრაინაში ომის შესახებ "ძალიან საშიში" იქნებოდა და მოითხოვა დისკუსიების გაგრძელება კიევსა და ვაშინგტონს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემუშავებისთვის.