გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა აქტივისტმა, ნადიმ ხმალაძემ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ღიმილის მომგვრელია, ასე რამ შეაშინა ეს ერთი კაცი. ყველა ერთ კაცს რომ ემსახურება. მე ძალიან მიტყდება, ძალიან მრცხვენია, რომ ვუყურებ ამ ბალაკლავებში. ჩვენ მშვიდობიანად ვდგავართ და ამდენი პოლიციელის აქ მობილიზება რა საჭირო იყო? გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად“, – განაცხადა ხმალაძემ, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.