„თავისუფალი უნივერსიტეტიდან“ „თბილისი მოლის" მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს.
„თბილისი მოლის“ მხარეს გადასასვლელად მათ მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლეს, მსვლელობა კი, პოლიციის მითითებით, გზის ნაწილობრივ გადაკეტვით გააგრძელეს.
სერგი ბზიშვილმა, შსს-ს წარმომადგენელმა, მათ განუცხადა, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი სტრატეგიული ობიექტია და მისი ბლოკირება სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულია.
სტუდენტებს საუბარი ჰქონდათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, გოგა მემანიშვილთან. სამართალდამცველმა მათ უთხრა, რომ მაგისტრალის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან ის სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძია. მოქალაქეებს მხოლოდ სავალი გზის ორი ზოლის დაკავების უფლება მიეცათ.