უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.
მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციელები, ისინი საავტომობილო გზის პერიმეტრზე არიან განლაგებულნი.