შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა.
გობეჩიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა
"დასრულდა 18 წლიანი ეპოპეა. წინ დიდი გამარჯვებებია!" - და პოსტს, საქართველოს და ევროკავშირის დროშები დაურთო.
ლევან გობეჩია ერთ-ერთი იყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს და გაემიჯნენ "ოცნების" მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით.
2024 წლის 3 დეკემბერს "ოცნების" გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის 200-მდე მოქმედი თანამშრომელი გაემიჯნა.