ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატიურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები, ყველა რევოლუციის მცდელობა მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ. გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით. დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით . აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა, ევროკავშირმაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს“, – წერს წილოსანი.