“მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური "ქართული ოცნების" დელეგაცია. ყველა ინსტიტუტმა და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! ერთადერთი გზა წინ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია,"- წერს X-ზე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ამავე გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს. ამ საკითხს 2025 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებიან.