უნგრეთი დათანხმდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომ სანქციებს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ამის შესახებ უნგრეთის ევროპის საქმეტა მინისტრმა იანოშ ბოკამ განაცხადა.
იანოშ ბოკას თქმით, ვროკავშირი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ზომების მიღებისას.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ახალი სანქციების პაკეტის მნიშვნელობასა და შინაარსზე.
„ასეთი შეთანხმების გარეშე უნგრეთის მთავრობა ვერ ხედავს საფუძველს შემდგომი სანქციების გადაწყვეტილების მისაღებად“, - განმარტავს ბოკა.
მისი თქმით, უნგრეთს აქვს ფუნდამენტური ეჭვები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით, რომლებსაც არ აქვთ ის ეფექტი, როგორც ბევრი ელოდა.
უნგრელი მინისტრის თქმით, სანქციები მუდმივად დარჩება, ეს ასევე შეასუსტებს ევროპის ეკონომიკასა და კონკურენტუნარიანობას, მაგალითად, ენერგიის მაღალი ფასების გამო.
მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა, სავარაუდოდ, მიიღო გარანტია ევროკავშირისგან უკრაინის გავლით ტრანზიტის აღდგენის შესახებ და დაემუქრა, რომ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებს თუ ეს არ მოხდება.