უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში პანსიონზე რუსეთის თავდასხმას და შეადარა რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთში და სირიაში, ასევე უკრაინაში.
„ასე იბრძვის რუსეთი, ქალაქი სუჯა, კურსკის ოლქი, რუსეთის ტერიტორია. სკოლა-ინტერნატი მშვიდობიანი მოქალაქეებით, რომლებიც ემზადებოდნენ ევაკუაციისთვის. მათ შენობა დაანგრიეს, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ასე იბრძოდა რუსეთი ჩეჩნეთის წინააღმდეგ ათწლეულების წინ. სირიელებსაც ასე ხოცავდნენ. რუსული ბომბები ასევე ანადგურებს უკრაინის სახლებს. და საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც, რუსული არმია იყენებს მსგავს მეთოდებს.
ეს არის სახელმწიფო, რომელიც მოკლებულია ცივილიზაციას. და ეს არის ბოროტება, რომელიც თავისთავად არ შეჩერდება.
მაგრამ თუ თქვენ იმოქმედებთ მტკიცედ და გადამწყვეტად, რუსეთიც კი შეიძლება აიძულოთ შეჩერდეს. და ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსოფლიო დაცული იყოს რუსული ბომბებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1-ელ თებერვალს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ პანსიონს რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, პანსიონში ათობით ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციისთვის ემზადებოდა.
გენერალურმა შტაბმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პანსიონზე რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა,კიდევ ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.