44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა," - ნათქვამია ინფორმაციაში.
44 წლის კაცმა კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის დევნილი იყო და გავრცელებულიინფორმაციით, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.