"დაიტოვეს" ადმინისტრატორი, ილია ღლონტი განყოფილებაში გადაიყვანეს.
მანამდე მის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
„იგივე საქმეა ოღონდ ხელახლა დაიწყეს ეს საქმე, როგორც ჩანს. ზუსტად იგივე გააკეთეს ისე ჩხრეკა, ოღონდ ახლა გადავყავარ განყოფილებაში. რას უნდა ვუკავშირებდე, რაც ხდება ქვეყანაში იმას ვუკავშირებ. გავიმარჯვებთ! '', - ამბობს ილია ღლონტი
პოლიცია შესულია ჯგუფის კიდევ ერთი ადმინისტრატორის, ნენსი ვოლანდის სახლშიც.
დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე. მანამდე პოლიციამ დევიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.