შაბათს დილით, საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ბუფემონის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. იუწყება Le Figaro.
სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 07:20 საათზე გაჩნდა. მომხდარის შესახებ მეხანძრე-მაშველებს დაწესებულების თანამშრომლებმა აცნობეს.
მოხუცთა თავშესაფარში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან ოცდაათამდე ცხოვრობს დაცულ განყოფილებაში.
ხანძრის ჩასაქრობის ოპერაციაში ასამდე მეხანძრე მონაწილეობდა.
პოლიცია ხანძრის გაჩენის გარემოებებს იძიბეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხანძარი დაწესებულების სამრეცხაოში გაჩნდა.