პოლიციამ ჩხრეკა კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტთან ისაკო დევიძესთან ჩაატარა , ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ისაკო დევიძესთან შევიდა პოლიცია, მიმდინარეობს ჩხრეკა. დეტალები ჯერ უცნობია." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.
მოგვიანებით ისაკო დევიძის ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში უპირებენ გადაყვანას. აღნიშნული "ტვ პირველს" მისივე ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემაც დაუდასტურა.