პარტია "გირჩი" ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
მათი თქმით, ამაღლობელის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
"ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
პოლიციელის მუნდირისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაზე ყურადღების გამახვილებით, ხელისუფლება იმეორებს კომუნისტური ეპოქის მიდგომებს, ხოლო ხუთწლიანი პატიმრობის მუქარა, სილის გაწვნისთვის, არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ უფრო ღრმა ეთიკურ, სამართლებრივ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს, რომ მთელი სასამართლო და ძალოვანი სისტემა ხელისუფლების ჯიბეში ზის და გამოიყენება მმართველი ძალის დასაცავად. ამიტომ, საქართველოში სამართლებრივი სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს", - წერია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი 21-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს.