სამოქალაქო აქტივისტების, დათო ფუთურიძის და ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ შსს-ში.
ინფორმაცია აქტივისტების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ბედელაძემ გაავრცელა.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). 12 საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია - როგორც ამბობენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო", - წერს ანი ბედელაძე.