თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - თბილისში რამდენიმე მარში იმართება. ერთ-ერთი მსვლელობა მარაჯნიშვილის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს გიგანტური ბანერი აქვთ გამოტანილი, რომელზეც ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის სახელი და გვარია დატანილი.
მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებულ მსვლელობას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები შეუერთდნენ. მათ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია ეთიკის ქარტიასთან გამართეს.
საპროტესტო აქციაზე გამოსულები არიან ხელოვანებიც.
თბილისში კიდევ რამდენიმე მარში იმართება სხვადასხვა ადგილზე. ისინი, ტრადიციულად ერთ დიდ აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ფოტო: რადიო თავისუფლება