ფინეთი უკრაინას თითქმის 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 27-ე პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკიანენმა განაცხადა.
„ეს პაკეტი, რომლის ღირებულება თითქმის 200 მილიონი ევროა, უკრაინელებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩვენ ვუწევთ ზუსტად იმ მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი ფრონტზე მწვავე ვითარებაში.
სამხედრო დახმარება მხარს უჭერს დამოუკიდებელი ერების არსებობის უფლებას და იცავს ადამიანების სიცოცხლეს უკრაინაში“, - თქვა მინისტრმა.
დახმარების ახალ პაკეტზე გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტმა 2025 წლის 31 იანვარს მთავრობის წინადადების საფუძველზე მიიღო.
პაკეტის ღირებულება 198 მილიონი ევროა.
ფინეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თავდაცვითი ტექნიკის ჯამური ღირებულება ამჟამად 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
დახმარების გაწევისას გათვალისწინებული იყო როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობა.
„ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება უსაფრთხოება ევროპაში.
უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა ახლა ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია“, - განმარტა ანტი ჰიაკიანენმა