დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2 მილიარდამდე ფუნტ სტერლინგს (2,44 მილიარდი დოლარი) გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესაძენად.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
„31 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად.
ეს ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თანხებს სამხედრო ტექნიკისა და სხვა იარაღის სარემონტო ბაზების შესაქმნელად.
ასეთი ბაზები უკრაინაშიც განთავსდება. ამის წყალობით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.