აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებს დაუწესებს, თუ ისინი შეეცდებიან საკუთარი ვალუტის შექმნას დოლარის ნაცვლად, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ახალი საერთო ვალუტის შექმნა არ განიხილება.
„BRICS-ში არ მიმდინარეობს საუბარი საერთო ვალუტის შექმნაზე და ასეთი საუბარი არც არასდროს ყოფილა.
BRICS საუბრობს ახალი ერთობლივი საინვესტიციო პლატფორმების შექმნაზე, რაც ერთობლივ ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს მესამე ქვეყნებში,“ - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფები დაუწესებს, თუ ისინი გადაწყვეტენ შექმნან საკუთარი ვალუტა ამერიკული დოლარის ნაცვლად.