გამოცემა The New York Times-ი ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში ავიკატასტროფის დროს რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში დისპეტჩერების ნაკლებობა იყო.
ანგარიშის თანახმად, მორიგე ავიადისპეტჩერი მაკონტროლებელი ასრულებდა სამუშაოს, რომელშიც ჩვეულებრივად ორი ადამიანის მონაწილეობაა საჭირო.
NYT-ის ცნობით, Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენი American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, რადგან ის უფრო მაღლა დაფრინავდა, ვიდრე უნდა ეფრინა.
American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი ვაშინგტონის აეროპორტის მახლობლად ერთმანეთს 29 იანვარს შეეჯახა, რის შემდეგაც ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
კატასტროფას 67 ადამიანი ემსხვერპლა: სამგზავრო თვითმფრინავის 60 მგზავრი, ეკიპაჟის ოთხი წევრი და ვერტმფრენის ეკიპაჟის სამი წევრი. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
თვითმფრინავის შავი ყუთები 30 იანვარს საღამოს მდინარე პოტომაკში ნამსხვრევებს შორის იპოვეს.
American Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ მოციგურავეები, რომლებიც აშშ-ის ფიგურულ სრიალის ჩემპიონატიდან ბრუნდებოდნენ.