კაშ პატელმა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზეა წარდგენილი, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ტოლერანტობა არ უნდა არსებობდეს.
„მე არ ვეთანხმები სასჯელის შემსუბუქებას არც ერთი იმ პირისთვის, ვინც სამართალდამცველების წინააღმდეგ იძალადა. ნებისმიერი პირი, ვინც სამართალდამცველების წინააღმდეგ იძალადებს, უნდა იყოს გასამართლებული და დაპატიმრებული.“– აღნიშნა პატელმა.
დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე 1 600-მდე პირის შეწყალების შესახებ.