აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 30 იანვრის ღამეს ვაშინგტონთან მომხდარი ავიაკაsტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ავოაკატასტროფის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
"ამ წუთებში დაღუპულთა ცხედრების ძებნა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა. მასიური სამძებრო-სამაშველო მისია მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გამოყენებული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა აქტივი. ადგილობრივმა, სახელმწიფო და ფედერალურმა სამხედროებმა, მათ შორის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ფენომენალური სამუშაო გასწიეს. ეს იყო ბნელი და ამაღელვებელი ღამე ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი ერის ისტორიაში. საშინელი მასშტაბის ტრაგედიაა, ჩვენ ვწუხვართ ყოველი ძვირფასი სულისთვის, რომელიც ასე მოულოდნელად წაგვართვეს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
American Airlines-ის თვითმფრინავი რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში დაშვებისას სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, ხოლო ვერტმფრენში სამი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.