შვედეთი უკრაინას 2022 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. დახმარება $1.2 მილიარდს შეადგენს.
ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა გსნაცხადა.
"ეს არის რიგით მე-18 პაკეტი, რომელიც შვედეთმა უკრაინისთვის გამოყო. ეს არის ასევე ყველაზე დიდი პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ".
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა რომ ახლა ომში ინიციატივა რუსეთს აქვს.
ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთი უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს, როგორც საკუთარი ქვეყანის, ისე ევროპის სხვა მომწოდებლებთან აწარმოებს.
მისი თქმით, შვედეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას ტექნიკას გადასცემენ. კერძოდ, დახმარების პაკეტში შედის, 16 საბრძოლო კატარღა, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 146 სატვირთო მანქანა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.