არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას რეჟიმის პატიმარზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი მან, პოლიციელზე სილის გარტყმით კანონი დაარღვია და დაიჭირეს, რატომ არ დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებმაც ქუჩაში ჟურნალისტებს უმოწყალოდს სცემეს.
“ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა, ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია კანონი და პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ და 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით ცემდნენ, დავარდნილს. ახლა ვკითხოთ, რომელია უფრო დამნაშავე, თუ ეს დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ ღვთის ნებით, შეწევნით, თორე, მათი ხელიდან მკვდარი იყო.
აი, დასვით კითხვა, რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილი? აი, ესეთი უსამართლობები რომ ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება", - თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.