"გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით," - ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ქსელში წერს.
"გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ...", - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ის საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-19 დღეა, შიმშილობს.