ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.
ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად:
"ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, "ოცნებას" აქვს შემდეგი პირობები:
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;
მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.
P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს გვარამია.
ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები - PACE-მ რეზოლუცია მიიღო.