ინდოეთში, ქვეყნის უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი.
არსებული ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მედიის ინფორმაციით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელად, სადაც განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა, შემდეგ კი, ადამიანთა ნაკადმა მდინარის ნაპირას მძინარე ადამიანებს გადაუარა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოთქვა.
„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ დაზარალებული ოჯახების მიმართ და ვლოცულობ დაშავებულთა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნა მოდიმ.