თბილისში 25 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა კერძო, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე, სადაც წყალი იყო დაგუბებული.
რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. "ტვ პირველისთვის" ნფორმაციით, ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
თვითმხილველების თქმით, თხრილი წყლით და ტალახით იყო სავსე.