რიყის პარკში მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, გამაფრთხილებელი ნიშნები და უსაფრთხოების ზომები არ იყო მონიშნული. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
მოზარდის გადარჩენას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.