ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები თუ საფრთხის ქვეშ დადგება, გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარების განთავსებას არ გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა დაუყოვნებელი მოქმედება გამორიცხა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არქტიკა გახდა „ახალი კონფლიქტის ველი“, რომელიც „უცხოური ჩარევის“ რისკის ქვეშაა.
„არსებობს ძალიან მყარი სოლიდარობა ევროპული ქვეყნებისგან და „ისინი მზად არიან, იფიქრონ ამაზე, თუ საქმე აქამდე მივა“, – განაცხადა ბარომ.
ამასთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრი , მეტე ფრედერიკსენი პარიზსა და ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს.
"თქვენ პატივი უნდა სცეთ სახელმწიფოების ტერიტორიებს და სუვერენიტეტს. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტი, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - თქვა ფრედერიკსენმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.