აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში "ტრანსგენდერული იდეოლოგიის" აკრძალვა შემოიღო.
28 იანვარს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიმართულია არმიაში ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების წინააღმდეგ, თუმცა ჯერ უცნობია, ამ განკარგულების შედეგად გათავისუფლებიდან თუ არა ის ტრანსგენდერი ადამიანები, ვინვ უკვე მსახურობს არმიაში.
განკარგულების თანახმად, "ტრანსგენდერული იდენტობა შეუთავსებელია ღირსეულ და დისციპლინირებულ ცხოვრების წესთან, რომელსაც მოელიან სამხედრო მოსამსახურეებისგან".
მაიამიში რესპუბლიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ შექმნიდა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ საბრძოლო ძალას და ამისთვის "სრულად ამოძირკვავს ტრანსგენდერულ იდეოლოგიას შეიარაღებული ძალებიდან".