ალასკაზე, აელსონის ავიაბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო მისიის დროს ჩამოვარდა.
პილოტმა კატაპულტირება დროულად მოასწრო, მისი მდგომარეობა სტაბილურია. იუწყება Associated Press
354-ეგამანადგურებლების დანაყოფის მეთაურის პოლკოვნიკ პოლ თაუნსენდის თქმით, ფრენის დროს პილოტს გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და ავარიული მდგომარეობა გამოაცხადა.
თვითმფრინავი ჩამოვარდა აელსონის საჰაერო ძალების ბაზაზე დაშვების მცდელობისას, რომელიც მდებარეობს ფერბენქსიდან სამხრეთით დაახლოებით 40 კილომეტრში.
პილოტის ევაკუაცია განხორციელდა და ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადის.
„საჰაერო ძალები ჩაატარებენ საფუძვლიან გამოძიებას იმ იმედით, რომ მინიმუმამდე შემცირდება მსგავსი ინციდენტების განმეორების ალბათობა“, - თქვა თაუნსენდმა.