29 იანვრის ღამეს, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში აფეთქებების სერია მოხდა. რუსეთის განცხადებით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ქსტოვოში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ოლქის გუბერნატორის გლებ ნიკიტინის მტკიცებით, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩაცვივდა, რის შედეგადაც აალება მოხდა.
თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოების თანახმად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
დრონებით თავდასხმა რუსეთის სტრატეგიულ ინდუსტრიულ ობიექტზე დარტყმის კიდევ ერთი მცდელობა იყო .
ქარხანაზე თავდასხმა 2024 წლის მარტშიც მოხდა, როდესაც დრონებმა დააზიანეს ნავთობის გადამამუშავებელი ერთ-ერთი განყოფილება.
ქსტოვოზე თავდასხმის გარდა, რუსთი იუწყება დარტყმების შესახებ სმოლენსკისა და ტვერის ოლქებზეც.