რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთში სატანიზმის "ექსტრემისტულ მოძრაობად" გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთში სატანიზმის, როგორც ექსტრემისტული მოძრაობის აკრძალვის ინიციატივის მხარდაჭერა“, - განაცხადა პატრიარქმა.
მან "მიუღებელი"უწოდა იმას, რომ სატანისტები ახლა თავისუფლად ატარებენ რიტუალებს რუსეთში და ღიად მართავენ ჯგუფებს სოციალურ ქსელებში.
კირილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სატანიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ანადგურებს ეროვნულ იდენტობას და, შესაბამისად, ასუსტებს ხალხს და იწვევს საზოგადოებაში ერთგვარ დაყოფას.
„და მოდით დავფიქრდეთ: სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ცეცხლის ხაზზე, ჩვენი ჯარისკაცები მზად არიან სიცოცხლე გაწირონ იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც სატანისტები ფეხქვეშ თელავენ“, - თქვა კირილმა.
რუსეთის პატრიარქმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს მოსახლეობაში ოკულტიზმის გავრცელებას და დესტრუქციული რელიგიური სწავლებებისა და პრაქტიკის საჯარო დაწესებას.
წინადადება რუსეთში სატანიზმის აკრძალვისა და მისი „ექსტრემისტულ მოძრაობად“ აღიარების შესახებ სახელმწიფო სათათბიროში 2024 წლის ზაფხულში წარადგინეს.
მედია აღნიშნავს, რომ პარლამენტში მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა „სატანიზმის“ კონცეფციის ქვეშ გააერთიანეს ფენომენების უკიდურესად ფართო სპექტრი, მათ შორის ახალგაზრდული სუბკულტურები.