აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, სანქციები დააწესონ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ.
“მოვუწოდებ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს მის არაკანონიერ სიმდიდრის მართვაში ჩართულ ინსტიტუტებზე მეორე დონის სანქციების დაწესებით. ტრამპი გამოასწორებს," - წერს ჯო უილსონი.