სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან შვიდი კვირის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქების შესახებ.
ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ორშაბათს, 27 იანვარს, ბრიუსელში, შეთანხმებული იქნა სირიისთვის სანქციების მოხსნის საგზაო რუკა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი "მოწოდებულია სწრაფად იმოქმედოს" შემზღუდავი ზომების შემსუბუქების საკითხზე, მაგრამ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ შეიძლება გადაიხედოს, თუ დამასკოს ახალი ხელისუფლება "არასწორ ნაბიჯებს გადადგამს". კალასმა ასევე განაცხადა ევროკავშირის მისიის შესაძლო განახლების შესახებ დამასკოში.
მედიის ცნობით, სანქციების რეჟიმის შემსუბუქებით, ევროკავშირი მიზნად ისახავს სირიის ახალ ხელისუფლებას სტიმული მისცეს დემოკრატიის ასაშენებლად.
გარდა ამისა, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს გამოიწვევს ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას.
თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეთავაზებულია საჯარიმო ზომების გაუქმება ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.
Reuters-ის ცნობით, სანქციები ავიაკომპანიებზე, მათ შორის სახელმწიფო ავუაკომპანია Syrian Arab Airlines-ის მიმართ, შესაძლოა მოიხსნას და ნავთობის ემბარგო გადაიხედოს.