აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა. სკოტ ბესენტის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო.
სკოტ ბესენტი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებაში, მექსიკას, კანადასა და ჩინეთში ტარიფების მომზადებასა და ბიუჯეტის შემუშავებაზე.
2011-დან 2015 წლამდე ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში. ეს არის ერთ-ერთ მთავარი საინვესტიციო მართვის ფონდი, რომელიც მაგნატმა ჯორჯ სოროსმა დააფუძნა. Soros Fund Management, სხვა პროექტებთან ერთად, აფინანსებდა „ღია საზოგადოების“ ფონდების (Open Society Foundations) ზოგიერთ პროექტს.
ბესენტი ითხოვს ტრამპის მიერ 2017 წელს შემოღებული გადასახადების შემცირების გაგრძელებას. მათ ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
მისი თქმით, ეს არის „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი“. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს "ეკონომიკური კატასტროფა" შეექმნება "გადასახადების მასიური ზრდის" გამო.
გარდა ამისა, ბესენტმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, განსაკუთრებით მსხვილ ნავთობკომპანიებს.
სენატში გამართულ მოსმენაზე ბესენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „საკმარისად გულუხვი არ იყო“ და ის სრულად დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას.