ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ რვა მძევალი, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასს» უახლოეს კვირებში უნდა გაეთავისუფლებინა ისრაელთან ზავის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაღუპულია.
მთავრობის სპიკერის დევიდ მენცერის ცნობით, დაღუპულების ახლობლები უკვე ინფორმირებულები არიან.
აღნიშნული ინფორმაციით, ჰამასის წარმომადგენლებმა ისრაელს, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გადასცეს მძევლების სია, რომლებსაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში დაუბრუნებენ. როგორც ირკვევა, 26 ადამიანიდან, რომელბიც უახლოეს კვირებში უნდა გაათავისუფლონ, მხოლოდ 18-ია ცოცხალი.
ამ დროისთვის გათავისუფლებულია შვიდი მძევალი, ყველა მათგანი ქალია.
ისრაელელმ სამხედრო ექიმმა ავი ბანოვმა, რომელმაც გათავისუფლებული ქალები მოინახულა, Reuters-ს განუცხადა, რომ მძევლები რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ მიწისქვეშა გვირაბებში, დღის სინათლეზე წვდომისა და მინიმალური ადამიანური კონტაქტის გარეშე.
ზოგიერთი კი ასეთ პირობებში ტყვეობის მთელი პერიოდის, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
.მძევლებმა ასევე უთხრეს ექიმს, რომ გათავისუფლებამდე ბოლო დღეებში მათ ცოტათი უკეთესად ეპყრობოდნენ, მკურნალობდნენ, აძლევდნენ შხაპის მიღებისადასუფთა ტანსაცმლის გამოცვლის უფლებას, და ოდნავ უკეთესად კვებავდნენ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა მძევლების სხეულებზე წამების ან სასტიკი მოპყრობის კვალი, ექიმმა უარი თქვა პასუხზე სამედიცინო კონფიდენციალურობის მოტივით.