ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოდან ჩასულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელს მხარი დაუჭირეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
დღეს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.