ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია.
"რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. შეგვიძლია, ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია, გავემგზავროთ უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომა იმართება, სადაც საგარო საქმეთა მინისტრები საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
24 იანვარს ევროკავშირის ელჩები დაეთანხმნენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.