რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში საპრეზიდენტო "დამაჯერებელი გამარჯვება" მიულოცა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკას "დამაჯერებელი გამარჯვება" მოწმობს მის მაღალ პოლიტიკურ ავტორტეტზე და მოსახლეობის მხარდაჭერას სახელმწიფო კურსის მიმართ, რომელსაც ბელარუსი მიჰყვება.
მათივე ცნობით, ბოლო დროს მხარეებმა ბევრი რამ შეძლეს რუსეთსა და ბელარუსს შორის მეგობრული კავშირების განსამტკიცებლად.
"გულწრფელად გისურვებთ მორიგ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში მოძმე ბელარუსი ხალხის საკეთილდღეოდ, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. თქვენ ყოველთვის ძვირფასი სტუმარი იქნებით რუსულ მიწაზე. როგორც შევთანხმდით, ველოდები, რომ მალე გნახავთ მოსკოვში", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართა. ბელარუსის ცესკოს მტკიცებით, ლუკაშენკამ, რომელიც მეშვიდე ვადით იკავებს თანამდებობას, არჩევნებში 86.82% მიიღო.
ევროკავშირის განცხადებით, არჩევნები ფარსი იყო, და მას საერთო არაფერი ჰქონდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან.