კოლიცია "ძლიერი საქართველოს" მიმართავს ანტიკორუფციული ბიუროს და კატეგორიულად მოთხოვს საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარაციების გასაჯაროებას.
როგორც კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, "რეჟიმი 1 წელია მალავს ქონებრივი დეკლარაციებს, რაც კანონდარღვევა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა".
"ქართული ოცნების არალეგიტიმურმა წარმონაქმნმა, რომელსაც ჰქვია ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო თითქმის 1 წლის განმავლობაში დაიწყო ქართული ოცნების კორუმპირებული ჩინოვნიკების დეკლარაციების გადამალვა.
აღარ ქვეყნდება საჯარო პირების დეკლარაციები. რაჟდენ კუპრაშვილი ეს კომიკური და კარიკატურული ფიგურა, რომელიც ემსახურება რუსულ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის პირად, პერსონალურ საქმეებს მალავს ყოველთვიურად მნიშვნელოვან დეკლარაციებს, რომლითაც უნდა დადასტურდეს სინამდვილეში, როგორ მდიდრდებიან ქართული ოცნების ჩინოვნიკები ბიუჯეტის ყვლეფისა და ძარცვის ხარჯზე. ფაქტობრივი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაიმალოს ქართული ოცნების შავი ფულის მიმდინარეობა, მოპოვების პროცესი და ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მაჩვენებლები და მასშტაბები.
ჩვენ ცალსახად ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს საჯარო პირების დეკლარაციების გასაჯაროვება და რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც კომიკური ფიგურა, რუსული რეჟიმის მსახურებაში მყოფი კომიკური ფიგურა, ვალდებული უნდა გახდეს გამოაქვეყნოს შესაბამისი დეკლარაციები.
"მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ყველას ლიდერს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველა არჩეულ დეპუტატს, დაწერილი გვაქვს განცხადება სიების ჩახსნის შესახებ. დაწერილი გვაქვს განცხადება ინდივიდუალური მიმართვის სახით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს მანდატების და ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში. ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები, ამით კოალიცია ძლიერი საქართველო პრინციპულად აბარებს ანგარიშს ქართველ ხალხს. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროვებენ ის პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი და სწორედ ასეთი კოალიცია ძლიერი საქართველო.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა კომიკურმა პერსონაჟმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გაასაჯაროვოს ყველა საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მალავს ბოლო1 წლის განმავლობაში, და მიზეზად მოყვანილია თითქოსდა ტექნიკური პრობლემა და ტექნიკური ხარვეზი ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, რაც არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - თქვა კუპრაძემ.