თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კოლუმბია დათანხმდა იმ მიგრანტების „შეუზღუდავ მიღებას“, რომლებიც კოლუმბიიდან არალეგალურად შევიდნენ შეერთებულ შტატებში.
ამის შესახებ CNN თეთრი სახლის პრესსპიკერ კეროლაინ ლევიტზე დაყრდნობით იუწყება.
„კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან ყველა არალეგალი მიგრანტის შეუზღუდავად მიღებას, რომლებიც ბრუნდებიან შეერთებული შტატებიდან, მათ შორის აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით, შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე“, - განაცხადა ლივიტმა.
ამის საპასუხოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა ახალი ტარიფებისა და სანქციების დაწესება კოლუმბიის წინააღმდეგ.
ლევიტმა თქვა, რომ ტარიფები და ფინანსური სანქციები შეჩერდება, მაგრამ სავიზო სანქციები კოლუმბიელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ და მკაცრი საბაჟო შემოწმება კოლუმბიის მოქალაქეებისა და სატვირთო გემებისთვის დარჩება ვიდრე კოლუმბიელ დეპორტირებულთა პირველი თვითმფრინავი წარმატებით არ დაბრუნდება.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, ესაუბრა თუ არა ტრამპი კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს.
როგორც ცნობილია, მანამდე კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.