უნგრეთის წარმომადგენლებმა დაბლოკეს ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი განცხადება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ.
ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლების ხელმოწერების არარსებობის ფონზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა და ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსმა გაავრცელეს განცხადება.
დოკუმენტში, ხაზგასმულია, რომ 26 იანვრის არჩევნები „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“ და რომ ბელარუსი ხალხი „იმსახურებს რეალურ ხმას იმ საკითხში, თუ ვინ მართავს მათ ქვეყანას“.
„ადამიანის უფლებების დაუნდობელმა აღკვეთამ, პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობამ ბელორუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა“, - წერენ კალასი და კოსი.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიტ ალექსანდრ ლუკაშენკას ხმების 86,82% აქვს.