ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა აღიარებს თუ არა ევროკავშირი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
„აღიარებთ თუ არა მანდ ევროკავშირში, არჩევნებს ეს გემოვნების საკითხია. დამიჯერეთ, ვფიცავ, არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს.
ჩემთვის მთავარია, რომ ბელარუსებმა აღიარონ ეს არჩევნები და ის მშვიდობიანად დასრულდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი. და მერე თქვენი გადასაწყვეტია. თუ აღიარებთ, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ და მადლობას მოგახსენებთ," - განაცხადა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კომენტირებისას, რომელიც მოითხოვდა მისი მოსალოდნელი გამარჯვების არაღიარებას, ლუკაშენკომ მას "ვაშინგტონში უფროსი ძმების წინაშე აურზაური" უწოდა.
დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
70 წლის ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია. აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ ლუკაშენკას არჩევა ლეგიტიმურად არ აღიარა.