26 იანვრის ღამეს, რუსეთში, რიაზანის ოლქის ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რუსულმა მხარემ 8 დრონი ჩამოაგდო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე, დიათკოვოს სოფლის მიმდებარედ მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჯამში ათი აფეთქება გაისმა. ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს აფეთქებების მომენტი და ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმაც.
"რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის რუსეთის ფედერაციის ოთხი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანადან ერთ-ერთი. საწარმო, კერძოდ, აწარმოებს დიზელის საწვავს და TS-1 თვითმფრინავის საწვავს", - აღნიშნულია უკრაინის გენერალურ შტაბის ინფორმაციაში.
გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ერთი დღით ადრე უკრაინულმა სარაკეტო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ კორენევოს მიდამოში დაარტყეს მოწინავე სამეთაურო პუნქტს.
აღნიშნულია, რომ პუნქტში, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის ფლოტის სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ზიანის შედეგები ზუსტდება.
„საბრძოლო ოპერაციები მტრის სამეთაურო პუნქტებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ რუსი აგრესორების არმიის მხარდაჭერაში, გაგრძელდება“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.