აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს, რომ იორდანიან და ეგვიპტემ ღაზადან პალესტინელები თავიანთ ტერიტორიაზე „დროებით ან გრძელვადიან პერსპექტივაში“ მიიღონ. იუწყება Axios.
მისივე თქმით, ეს წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან სატელეფონო საუბრისას,
მეფე აბდულამ "ხაზგასმით აღნიშნა შეერთებული შტატების მთავარი როლი ყველა მხარის წახალისებაში, რათა იმუშაონ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად რეგიონში“, - ნათქვამია იორდანიის სამეფო კარის განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა შეაქო იორდანიის მეფე იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო ბევრი პალესტინელი ლტოლვილი.
"მე ვუთხარი მას: "მსურს, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი აიღოთ, რადგან ახლა მთელ ღაზის სექტორს ვუყურებ და არეულობაა. ეს ნამდვილად არეულობაა. რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს, ღაზა, ფაქტობრივად, განადგურების ადგილია, თითქმის ყველაფერი განადგურებულია და ხალხი იხოცება“ ,-.თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, 26 იანვარს გეგმავს ამ საკითხის განხილვას ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან.