აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდებაზე. იუწყება Bloomberg
ბომბების შესახებ გადაწყვეტილება შეესაბამება ტრამპის დაპირებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს და თანამდებობის დაკავების დღიდან ისრაელს მიაწოდოს რესურსები, რომლებიც, მისი თქმით, სჭირდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად.
„მათ [ბომბებს] დღეს გავათავისუფლებთ. ისინი [ისრაელელები[ მათ [ბომბებს] დიდი ხანია ელოდნენ, ბომბები დიდი ხანია საწყობში ეწყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ტრამპმა უპასუხა: „რადგან მათ [ისრაელელებმა] იყიდეს ისინი“.
ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა მაისში შეაჩერა ისრაელში დაახლოებით 3500 ბომბის მიწოდება - მათ შორის 900-კილოგრამიანი ბომბების, რათა შეეზღუდა სამოქალაქო მსხვერპლი მჭიდროდ დასახლებულ ღაზის ქალაქ რაფაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიის დროს.
ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინისტრაციის უკმაყოფილების ყველაზე სერიოზული ნიშანი იყო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ომის მიმართ.