ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.
26 იანვარს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია დიდი ალბათობით გამოაცხადებს, რომ 70 წლის ალექსანდრ ლუკაშენკა მეშვიდე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს.
საერთაშოისო მედია აღნიშნავს, რომ მიმდინარე კამპანიაში დარჩენილი ერთადერთი ინტრიგა არის ის, გაბედავს თუ არა საარჩევნო კომისია ლუკაშენკას ხმების უფრო მაღალი პროცენტის მინიჭებას, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2024 წელს მიიღო (87%).
ლუკაშენკას, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში და მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული, დღეს მას აღიარება და რეკორდები სჭირდება
სულ მცირე ერთი რეკორდი უკვე დამყარებულია: ლუკაშენკას საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც ბელარუსს 30 წელია მართავს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2,5 მილიონი ადამიანი (მთლიანი ამომრჩევლის 35%-ზე მეტი) დარეგისტრირდა.