უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება უფროს სწრაფად, ვიდრე ვინმე სხვას მსოფლიოში. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასსთან ისაუბრა.
„მან [ტრამპმა] დღეს უბრალოდ არ იცის ყველა დეტალი, თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ჩემი აზრით. შეხვედრებიდან ვიგრძენი, რომ მას ეს სურს [ომის დასრულება].
მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ პუტინს ეს ნამდვილად არ სურს, ასე რომ ეს სწრაფად არ მოხდება. მაგრამ ტრამპს, ძალაუფლების, სანქციების, აშშ-ის სიძლიერის, ეკონომიკის და ა.შ. წყალობით, შეუძლია დააჩქაროს ეს.
ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მას შეუძლია ამის გაკეთება უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს დღეს მსოფლიოში.
არმიის, ეკონომიკის, მსოფლიო ეკონომიკაზე ამერიკის გავლენისა და მისი პიროვნული მახასიათებლების თვალსაზრისით, მე მჯერა, რომ მას ამაზე უფრო სწრაფად შეუძლია გავლენა მოახდინოს, ვიდრე სხვებს. ვფიქრობ, ჩინეთს დიდი გავლენა აქვს, მაგრამ შეერთებულ შტატებს მეტი აქვს“მ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს ევროპისა და შეერთებული შტატების მონაწილეობას.
„მე ვისურვებდი, რომ განვვითარდეთ, რომ ხალხს სურდეს დაბრუნება, მილიონობით უკრაინელს, სახლში. და ამისთვის გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. მე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები – ევროპა პლუს აშშ“, - განახცხადა ზელენსკიმ.